რეზონანსი
15.08.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უხცადებს, - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.

ოჯახი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს და გადაწყვეტილების მისაღებად გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ვადას ორშაბათამდე აძლევს.

„ბატონ შოთაძეს ვუთხარი, რომ შსს-სთან აღარ მინდა ურთიერთობა და მინდა ყველაფერს თქვენთან გავეცნო-მეთქი. მე გუშინ გავაჟღერე, რომ მისი ნდობის ფაქტორი მაქვს. თავიდან შსს-ს იმედიც მქონდა და იმიტომ გავატანე კომპიუტერი. ასე რომ მცოდნოდა, რომ ასე შეეცდებოდნენ საქმის ჩაფარცხვას, ყველაფერის წაშლას, არ გავატანდი. ანალოგიური მოთხოვნა იქნება ბატონი შოთაძის მიმართაც. თუკი ოდნავ მაინც შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, მის მიმართაც დამეკარგება ნდობა. მოქმედება უნდა დამანახოს, ამას ველოდები და თუ არ დამანახებს, ისეთებს დავატრიალებ, რომ მტრისას", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა "ფორმულათან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
ნინო   (16.08.2020)
მტერს არ ვუსურვებ რაც მათ დაემართათ როგორ დედამ არ იცოდა სად მუშაობდა თავისი შვილი

კახელი   (15.08.2020)
ია ხარ თუ ენძელა უტვინოც ხარ და ვირის ტვინით გაუმაძღარი.მე შვილი პროფესორი მყავს და ექიმი .მაგრამ შენ ეტყობა დეფექტი გაქვს აზროვნებაში.შვილი მოუკვდა და მეცოდება მაგრამ თვითონ თავიანთი ინტერვიუებით გამოხატავენ რა მშობლებიც იყვნენ

ბათუ   (15.08.2020)
მართალი ხარ კახელო. სამწუხაროდ მშობლებს არ ირჩევენ....

ია   (15.08.2020)
შე მართლა უტვინო კახელო. რას ჯღაბნი ყველაზე და ყველაფერზე.შენ გეტყობა დედაშვილობისგან და ოჯახის მცნებისგან შორსაა ხარ.შვილი მოუკვდა გარკვევა უნდა რამ ან ვინ შეიწირა გოგონას სიცოცხლე...კახელო....

კახელი   (15.08.2020)
მაშინ დაგეტრიალებინა ისეთი შენი შვილი სად მუშაობდა და სად დადიოდა რომ გცოდნოდა .ძალიან მეცოდებით მთელი ოჯახი ტრაგედიის და ტვინის დეფიციტის გამო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×