რეზონანსი
15.08.2020

"იმ მძიმე დღეებიდან გავიდა 12 წელი და ჩვენი უმთავრესი შეცდომა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირი გვიჯდება, ის არის, რომ ეს მოვლენები არც სამართლებრივად და არც მორალურად არ შეფასდა", - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი მამუკა არეშიძე აკეთებს, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხმაურება.

მისი განცხადებით, "ჩვენმა საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე მომხდარის თაობაზე".

"არ ვიცით, რა ხდებოდა ომის დროს, არც ის, რა იყო ომამდე თუ მის მერე - ვგულისხმობ, მაგალითად, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, რომლის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებში სარკოზი იყო მთავარი ფიგურა. საზოგადოებამ კი არა, პარლამენტში მყოფი პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმაც არ იცის, რა წერია ამ შეთანხმებაში. არც ის არის გარკვეული, მართლაც არსებობს თუ არა დოკუმენტის ორი ვარიანტი, რომელთაგან ერთს მედვედევმა და სარკოზიმ მოაწერეს ხელი, მეორეს კი - სააკაშვილმა და სარკოზიმ. ბევრი უპასუხო კითხვაა ამ შეთანხმების მე-6 პუნქტის თაობაზეც, რომელიც გულისხმობდა ჩვენი რეგიონების სტატუსის გადაწყვეტას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

ცნობილია ასეთი ამბავიც, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი, მაგალითად, კაჩინსკი, სთხოვდა სააკაშვილს, არ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, რათა მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ოკუპაცია დადასტურებულიყო იმ ფორმით, როგორიც სინამდვილეში იყო... მოკლედ, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომლებიც საზოგადოებამ არ იცის. ჩემთვისაც კი, ვინც წლებია, ვსწავლობ ამ საკითხებს, ბევრი რამ არის უცნობი. ჩვენი უზარმაზარი შეცდომაა, რომ ეს ყველაფერი არ შევაფასეთ, სიმართლე არ გავარკვიეთ და დამნაშავეებს თავისი არ მივუზღეთ.

შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი, მაგრამ ქართულმა მხარემ, სააკაშვილის მეთაურობით, კარგად იცოდა, რომ რუსეთი ომს აპირებდა, კრემლი ხაფანგს გვიგებდა... პუტინი ომისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა და მიუხედავად ამისა, შეგნებულად გაყვეს ხაფანგში თავი.

თუ მიაქციეთ ყურადღება, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს დაამკვიდროს შეხედულება, რომ ომი 8 აგვისტოს კი არა, 7-ში დაიწყო. ეს ხდება, რათა გადაფარონ ტალიავინის დასკვნის მიხედვით ბრალდება, რომ ქართულმა მხარემ 8-ში გამთენიისას პირველმა დაიწყო საარტილერიო შეტევა და ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ 7-ში შემოიჭრა რუსეთი და ეს იყო ამ შემოჭრაზე პასუხი. ვითომ თვითონ არაფერში იყვნენ დამნაშავეები! არადა, დამნაშავეები იყვნენ არა მხოლოდ იმაში, რომ საბაბი მისცეს მოწინააღმდეგეს, არამედ იმაშიც, რომ მიატოვეს მოსახლეობა და ჯარის ნაწილებიც", - განაცხადა მამუკა არეშიძემ "კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
linda   (16.08.2020)
რა თახსირი ვირგლა ხარ არეშიძე. ასე გამწარებით ებრძოდით ზვიადს შენ და მეორე შენნაირი ვირთხა ჯაფარიძე! ასეთი გველები და სამშობლოს მტრები საიდან გაჩნდით, რომელი თესლიდან თქვე დამპლებო, გადასაშენებელო ძუკნებო!!!

ИНЦИТАТУС   (16.08.2020)
Рамденджер унда гитхрат адамианебо ром Арешидзееби да мистанеби ларебши ар мушаобен. Магат джамагири Иудам даунишна 2000 цлис цинат. Асе ром 30 верцхли беврад метиа винем 1500 лари. Схедан ехла Арешидзееби да тквлефен салафавебидан ашморебул рагац "кердзс". тфу!

პეტრე   (16.08.2020)
ვინ ხართ, რა ჯიშისა ხართ, თქვე მთხლეებო, არ იცით არა, რა ხდებოდა ოსეთში და აფხაზეთში წლების განმავლობაში, როდის დაიწყო კონფლიქტი, რომ იქ მცხოვრები ქრთული ამოსახლეობა, დახმარებას ითხოვდა ქართული სახელმწიფოსაგან, რომ იქ შევარდნაძის ხელდასმით ჩაყენებული რუსის ე.წ. სამშვიდობო ძალები სეპარატისტებს უჭერდნენ მხარს და პროცესები მიდიოდა იქიტკენ, რომ კოსოვოდან გამომდინარე მოხდებოდა ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და საქართველო ,ჩვენი პარტნიორები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ... რუსეთის აგრესიას, საქართველოს არმიამ წინააღმდეგობა გაუწია, რუსეთს, როგორც აგრესორს და არა როგორც მშვიდობისმყოფელს...იცის ეს ყველაფერი საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ამას არ უნდა არც ტალიავინის და არც მოლაყებული არეშიძის ყაყანი...

ჭორლეონე   (15.08.2020)
შევთხარე შენ დედას ანუსში. რით ვერ დაიღალე ამდენი ღალატით.

--   (15.08.2020)
1500 ლარი ჩაკუჭე?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×