რეზონანსი
15.08.2020

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში" დაკვამლიანებაა, რის გამოც მოძრაობა დროებით შეფერხებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკვალიანება ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

„ვესტიბიულის ტექნიკურ ოთახში მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება. დაშავებული არავინაა, მგზავრები ამოყვანილები არიან, მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს პერიმეტრის გადამოწმება", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "პირველ არხთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×