რეზონანსი
15.08.2020

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩიხში არიან და ამიტომ ცდილობენ 2008 წლის ომის შემდგომ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც ჩაწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, დაშვებული შეცდომის აღიარებას.

„პირველ რიგში ისინი არიან ჩიხში და დღეს 8 წლის შემდგომ ცდილობენ ამ დანაშაულების აღიარებას. ამ ტრაგედიებმა ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახებზე გადაიარა. ამის უკან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებია, სადაც პირდაპირ თეთრზე შავით წერია, რომ წინა ხელისუფლება სასტიკ დანაშაულებს ჩადიოდა. ამიტომ ამას ვერ გაექცევიან, ამიტომ მთელი უბედურება ისაა, რომ ამ ხალხს პრეტენზია აქვთ, რომ არჩევნებით, ხელისუფლების სადავეები მიიღონ. ეს პრეტენზიაა ყველაზე საშიში და საფრთხის მატარებელი.

გარდა იმისა, ერთგვარი მითი ჰქონდათ შექმნილი, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ რეფორმები გაატარა და რაღაც შექმნა. გარდა ამისა, დღეს ძალიან ბევრ დანაშაულსა და შეცდომებზე ამბობენ, რომ ჩვენ არ ვიცოდით, რომ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა. მთელმა საქართველომ იცოდა რა უბედურებაში იყო. მთელი საქართველო ტერორის ქვეშ იყო და დღეს ესენი გველაპარაკებიან, რომ ეს არ იცოდნენ. ესენი იყვნენ უუნარო ხელისუფალნი და ერთადერთი მათი ძალა იყო ქვეყნის და ხალხის ტერორი. ქვეყანას პოლიციური, უშიშროების ძალით მართავდნენ, წამებით და არაადამიანური შიშით. ამ წარსულის ადამიანებს, მომავალზე აქვთ პრეტენზია. ესაა ყველაზე მძიმე ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ ამაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს რა ხდებოდა წარსულში, იმედი მაქვს ამ ვითარებაში ხალხს არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა სესიაშვილმა. .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (16.08.2020)
Шен ром гдихар хелисуфлебаши, магазе уфро диди сафртхис матаребели сахелмцифоствис ра унда икос? Цкали чаасхи басеинши ту исе, уцклод банаоб?

ჭორლეონე   (15.08.2020)
შენი ცუანა დედას შევთხარე, ვინ ჩემი ყლე ხარ და ვინ რას გეკითხება შე ერთუჯრედიანო მეპირე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×