რეზონანსი
15.08.2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს, რისთვისაც საზოგადოებას ბოდიში მოუხადეს.

უწყების ინფორმაციით, ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა გამოწვეული. 

გარდა ამ ტექნიკური ხარვეზისა, არსებობს კითხვა, რა მოხდება თუ ბანკში მაქვს სასესხო დავალიანება და როცა ეს 200 ლარიანი დახმარება აისახება ანგარიშზე, ჩამოაჭრის თუ არა ბანკი თანხას.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას „პრაიმტაიმი“ ეცადა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დახმარების თანხას მშობლები ან საამისოდ უფლებამოსილი პირები, მათი ბანკთან არსებული პრობლემების მიუხედავად, სრულად აიღებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×