რეზონანსი
15.08.2020

სრულიად რეალისტური გვგონია ის, რომ ეპიდემიური სიტუაცია მოგცემს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების საშუალებას. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რაღა მოგვეზადებინა ერთიანი, სრული პაკეტი უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისთვის, რათა ყველა დაცული იყოს კორონავირუსის რისკებისგან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის არის 5 ოქროს წესი, რომლებიც რეკომენდაციებშია ასახული.

„ეს რა თქმა უნდა შეეხება პირბადის გამოყენებას. პირბადის გამოყენება აუცილებელი იქნება ყველა სკოლაში, სასწავლო გარემოში მყოფი პირისთვის, მაგრამ არ იქნება სავალდებულო მოსწავლეებისთვის. რაც შეეხება სხვა წესებს, ეს არის ისევ და ისევ ჰიგიენა და სკოლა უზრუნველყოფს სადეზინფექციო საშუალებებით ბავშვებისა და სხვა პერსონალის მომარაგებას. ეს არის ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ყველაზე ეფექტურია ხელების დამუშავებისთვის. მესამე ეს არის ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვა სველ წერტილებში, ასევე საკლასო ოთახებში. ოთახების განიავება- ეს არის მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მეხუთე და ყველაზე მნიშნელოვანი წესია სოციალური დისტანციის დაცვა“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, მშობლებმა სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ უნდა გაუშვან. „ეს არც მანამდე იყო გამართლებული და ახლა კიდევ განსაკუთრებულ რისკებს უკავშირდება, ამიტომაც ყველა მშობელს ვთხოვთ, თავი შეიკავოს ბავშვის სკოლაში მიყვანისგან, თუ მას აქვს სიცხე, სურდო, ხველა და რესპირაციული სიმპტომები, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ უკვე სკოლაში მისულ ბავშვს აქვს სიცხე, ამ შემთხვევაში სკოლებში ყველგან არის მოწყობილი იზოლირებული ოთახი, სადაც ბავშვი, თუ მას ტემპერტურა დაუფიქსირდება, იქ გადავა და დაელოდება ექიმს ან მშობელს“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×