რეზონანსი
03.09.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება „ავერსის” კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელს უტარდება. კლინიკაში ვითარება რთულია, რადგან მისი პერსონალი და პაციენტებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან. 

„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად „ავერსის” კლინიკასთან არის დაკავშირებული და აღნიშნულ კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღევანდელი მდგომარეობით „ავერსის” კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას და ეს პროცესი მიმდინარეობს როგორც მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის კონტროლის ქვეშ”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის და დღესდღეობით საყურადღებოა „ავერსის” კლინიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×