რეზონანსი
15.09.2020

გრიპი და მსგავსი ინფექციები აგრესიულები არიან ცივ პერიოდში, ამიტომ ასევე ფიქრობენ კორონავირუსთან დაკავშირებით, თუმცა ამ ვირუსმა ერთი რამ აჩვენა, რომ მას სეზონურობა არ ახასიათებს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „რუსთავი2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით ზაფხულის პერიოდშიც ისეთივე მაღალი იყო ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, როგორც ცივ პერიოდში.

რაც შეეხება ვირუსის აგრესულობას, ინფექციონისტს იმედი აქვს, რომ COVID19, ნაკლებ პრობლემას შექმნის. „რაც დრო გავა კორონავირუსი უფრო ნაკლებ პრობლემას შეგვიქმნის და ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ და დავამარცხებთ ამ პანდემიას", - განაცხადა გოგინავამ.

მისი თქმით, პანდემიას მსოფლიო გლობალურად დაამარცხებს, რაშიც საქართველოს თავისი წვლილი ექნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×