რეზონანსი
15.09.2020

რუსთავზელზე, პარლამენტის შენობასთან მშობლები არიან შეკრებილები და აქციას მართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნაა, სკოლაში სწავლა დაბრუნდეს და გაგრძელდეს არადისტანციურად. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ხატია სიჭინავას განცხადებით, ეს არის ვირუსი, რომელიც ჩვეულებრივ გრიპად გადაიქცა.

„დააბრუნონ სკოლები, ბავშვებს ნუ აჩლუნგებენ. ბავშვებს სჭირდებათ ცოცხალი ურთიერთობით სწავლება და არა ონლაინ. ონლაინში დღეს ჩემი შვილები მარტო იმიტომ შევიდნენ, რომ ბავშვები მოენატრათ. ზოგს თავის სტკიოდა, ზოგს თვალები, ზოგიც ვარდებოდა პროგრამიდან და თავიდან ვერ შედიოდნენ.ეს არის ისევ მათი ჯიბისთვის გათვლილი. იმ 5 მილიარდისთვის, რომელიც ახალ წელს უნდა დაირიცხოს,აუცილებელია, გააწითლონ ქვეყანა და აწითლებენ კიდევაც.

უსიმპტომო პაციენტებით გადაავსეს საავადმყოფოები. რას ნიშნავს უსიმპტომო? მე ვდგავარ, კარგად ვარ, მაგრამ ვირუსი მაქვს? რა სისულელეებს ლაპარაკობენ.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×