რეზონანსი
15.09.2020

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ დუშეთში, პარტიის მხარდამჭერებს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი "ლეიბორისტული პარტიიდან", ბექა ნათელაშვილი წარუდგინა, რომელსაც "ევროპული საქართველო" მხარს უჭერს.

დავით ბაქრაძის თქმით, ხმები რომ არ გაყოფილიყო და ამით არ ესარგებლა ბიძინა ივანიშვილს, "ევროპულმა საქართველომ" მიიღო გადაწყვეტილება, მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარი ბექა ნათელაშვილისთვის დაეჭირა.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ყველა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, ხოლო დღეს ქვეყნის მთავარი ინტერესი, მისი შეფასებით, გარდამტეხი ცვლილებებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×