რეზონანსი
15.09.2020

შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განუცხადა.

ის მიიჩნევს, რომ ე.წ.ოქროს მოწმეები მტკიცებულებების ნუსხიდან უნდა ამოიღონ, რადგან ისინი გამოძიებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.

„არაერთი შუამდგომლობა გვექნება მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, გამოსაკითხ პირთა ამორიცხვასთან მიმართებით, რომლებიც საქმესთან დაკავშირებით რელევანტურ ინფორმაციას არ იძლევიან. შესაძლო შემთხვევის ადგილას ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ასევე საუბარია გურამ ამირხანაშვილთან მიმართებაშიც, მისი მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმეტი არის კანონის დარღვევით მოპოვებული.

შემიძლია ვთქვა, რომ გურამ ამირხანაშვილი, იაკობ ბრეგვაძე, კოკო ღიბრაძე, გიორგი ქათამაძე, გამოძიებას სწორ ინფორმაციას არ აწვდიან და ისინი ჩვენი შეფასებით ცრუ მოწმეები არიან", - განაცხადა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის საქმეზე 5 პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი არიან დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×