რეზონანსი
15.09.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზბეგში რუსეთის მოქალაქე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 14 სექტემბერს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ დარიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, დაკავებული ვ.გ.-ს მამას, ა.გ.-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგმა მოქალაქემ, ა.მ.-მ მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება, რის შედეგადაც ა.გ. გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ, გარდაცვლილი ა.გ.-ს შვილმა, ვ.გ.-მ, შურისძიების მოტივით, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა ა.მ.-ს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

პოლიციამ ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×