რეზონანსი
15.09.2020

კარანტინში მყოფი მოქალაქე ნოდარ გიგანი გაუსაძლისი პირობების შესახებ პორტალ საუბრობს. მისი თქმით, სიგარეტის ფასი ორმაგია, ხოლო არსებული პროდუქტი - მომწამლავი.

მოქალაქე თვითიზოლაციაში გადასვლას და კარანტინის დატოვებას ითხოვს.

„ყველაფერი გავაკეთე რაც შეიძლებოდა, ბოლოს 112-ში დავრეკე და ვუთხარი, რომ გადავხტებოდი ფანჯრიდან, სხვა გზა არ მრჩებოდა და ამაზე ჰქონდათ რეაქცია. ამ ზარის მერე მოვარდა მთელი სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და მეხვეწებოდნენ არ გადმოხტეო. სამი დღეა ვიძახი, გადავხტებითქო და კორონას არ მომაწერთთქო. აქ არის გაუსაძლისი პირობები, სიგარეტი ორმაგი ფასი, კერძოდ 10 ლარი ღირს. გაჭმევენ დამპალ პროდუქტს, რომელიც იწვევ ფაღარათს, ეს ერთ-ერთი სიმპტომი არის კორონავირუსის. ხუთი დღეა ვცდილობ და ვერ დავუკავშირდი, ვერც ჯანდაცვის სამინისტროს და ვერც ტურიზმის სააგენტოს. იმუნოლოგებს მე არ ვენდობი, არც ცერცვაძეს, არც იმნაძეს და არც გამყრელიძეს. ჩემთვის სანდო პირები თბილისში არიან და მოვითხოვე იქ გადაყვანა, ან თვითიზოლაციაში გადასვლა. ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი, თუმცა არ მიშვებენ. დღეს არის მეათე დღე, რაც აქ ვარ. პრემიერმა თქვა რვა დღემდე შემცირდა საკარანტინე ვადაო, ეს რომ ვთქვი, თანამშრომლებმა, ეტყობა პრემიერმა იბჟუტურა რაცხაო. უკვე ამიღეს PCR ტესტი და სავარაუდოდ დღეს გამიშვებენ", - განაცხადა კარანტინში მყოფმა ნოდარ გიგანმა.

წყარო: report.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×