რეზონანსი
15.09.2020

შემაშფოთებელია, რომ ბათუმში ხანდაზმულთა პანსიონატში კორონა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა-ასე ეხმაურება სახალხო დამცველის აპარატი, პანდემიის პირობებში საქართველოში შემთხვევათა მზარდ ტენდენციას და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირების ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ბათუმში ხანდაზმულთა პანსიონატში კორონა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ და სხვა დაწესებულებებში პრევენციის, კონტროლის და მონიტორინგის ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობას. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და სერვისის სხვა მიმწოდებლები ყველა ძალისხმევას გაწევენ საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დასაცავად,” – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×