რეზონანსი
16.09.2020

რუსთავში, მარტო აგვისტოს თვეში, 28 გველი დაიჭირეს. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, შხამიანი ქვეწარმავალი არც ერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ, თუმცა გამოძახებები ქვეწარმავლებთან დაკავშირებით ქალაქში არსებული თითქმის ყველა უბნიდან შედის.

გამოძახებები ქვეწარმავლის შემჩნევასთან დაკავშირებით საცხოვრებელი სახლების ეზოებიდანაც ხდება.

აღსანიშნავია, რომ სამსახური "რუსთავსერვის ცენტრთან" შეთანხმებით, პრევნციულ ზომებსაც ატარებს. სისტემატიურად მიმდინარეობს რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში გველების ამოკრეფვითი სამუშაოები.

წყარო: ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×