რეზონანსი
17.09.2020

ბოლო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, თუმცა მგდომარეობა კონტროლს სრულად ექვემდებარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, სიტუაცია მართვადია და შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსალოდნელი იყო.

„ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა, ვირუსთან ადაპტაცია და მასთან ერთად ცხოვრების სწავლა. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე ლოქდაუნები, მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რათა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა და ნაკლები ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის - იმ პერიოდში ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ, ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ეს დრო მოვიგეთ და არამარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოში, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მიუხედავად ციფრებისა, ცხოვრება ჩვეულებრივად განვაგრძოთ", - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×