რეზონანსი
17.09.2020

დაჭრილი მორაგბე, რამაზ ხარაზიშვილი, რომელსაც კავკასიის მედიცინის ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა, კლინიკიდან სახლში გაწერეს. სპორტსმენს ჭრილობა ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული. უახლოეს მომავალში იგეგმება მორაგბის დაკითხვაც.

„კარგად ვარ, ოპერაციამ მარტივად ჩაიარა, ტყვია ამომიღეს და ძვალი არ არის დაზიანებული” - განუცხადა მან "პრაიმტაიმს".

რამაზ ხარაზიშვილი 16 სექტემბერს რაგბის კავშირის შენობაში დაჭრეს. მისის დაჭრის ბრალდებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. 

ხარაზიშვილი დღეს საღამოს განცხადებასაც გაავრცელებს.

იხილეთ სრულდ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×