რეზონანსი
17.09.2020

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს დაშავებული მამაკაცი რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კლინიკის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, მას დაზიანება კიდურებზე აქვს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

"შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ტარდება კვლევები. დაზიანებულია კიდურის სხვადასხვა ნაწილი, არის მოტეხილობები და დამწვრობა. გაეწია პირველადი დახმარება. არის სტაბილური, პარამეტრები ექვემდებარება მართვას. დასჭირდება ქირურგიული ჩარევა", - განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

ცნობისთვის, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე, მეცხრე ჩიხში ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლები არიან. დაშავდა ერთი პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×