რეზონანსი
17.09.2020

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფაქტის დადგომისთანავე, თბილისის მერიამ ყველა იმ წესისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით იმოქმედა, რაც ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ არის მოწოდებული.

სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდა თბილისის მერიის შენობა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან სავარაუდო კონტაქტში მყოფი თანამშრომლები და მათ უტარდებათ ტესტირება.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ პიროვნებას ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონია, რადგან დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერია პროტოკოლით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებსაც გაატარებს",- აცხადებენ მერიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×