რეზონანსი
17.09.2020

კორონავირუსს ვირულენტობა არ დაუკარგავს, ის ჩვენთან რჩება - ამის შესახებ შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციოლოგიის განყოფილების ექიმ-ინტერნისტმა, პულმონოლოგმა, თამარ ჟამურაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„საიდან მოდის ეს აბსურდული ინფორმაცია, რომ კორონავირუსმა ვირულენტობა დაკარგა ვერ ვხდები. შესუსტების ერთადერთი საშუალებაა, რომ ამ ვირუსმა მუტაცია განიცადოს. მუტაციები კი არსად დაფიქსირებულა და არავინ არ ფიქრობს, რომ ვირუსი ვირულენტობას კარგავს. ამ დეზინფორმაციის გავრცელებით თუ ფიქრობენ რომ ხალხი უნდა დაამშვიდონ, მე ვიტყვი რომ ეს კონტრაპროდუქტიული იქნება, რადგან ადამიანი, რომელიც ფიქრობს რომ ვირუსი ვერაფერს დააკლებს, რა თქმა უნდა რეკომენდაციებს არ დაიცავს, - აღნიშნა ექიმმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვირუსის ვირულენტობა არ შესუსტებულა, შესუსტდა სიტუაცია, გამომდინარე იქედან, რომ ინფიცირებულთა შორის მეტი ახალგაზრდაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×