რეზონანსი
17.09.2020

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში უკვე 30 მილიონს გადასცდა, აქედან საქართველოს წილი 2 934-ია. შედეგად, ქვეყანა საერთაშორისო მაჩვენებლებით 140-ე ადგილზეა და ინარჩუნებს პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის, დაღუპულთა დაბალი სტატისტიკით კი უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ აჭარის რეგიონს უკავშირდება. მარტო ბათუმის სამშობიარო სახლში 13 ორსული კოვიდინფიცირებულია.

აჭარის გარდა ლოკალური წითელი ზონებია: თბილისში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, გურიასა და კახეთში.

ვირუსმა სტუდენტურ საცხოვრებელშიც შეაღწია - ინფიცირების ფაქტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების საერთო საცხოვრებელში დადასტურდა.

კორონავირუსით დაინფიცირდა სახელმწიფო უწყებების რამდენიმე წარმომადგენელი - მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ხელვაჩაურის მერის მოადგილე და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.

მომატებული სამნიშნა სტატისტიკის მიუხედავად, რეგიონების ჩაკეტვა არ იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×