რეზონანსი
17.09.2020

მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის, კარმენ რაინჰარტის განცხადებით, მსოფლიო ეკონომიკას პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამოსასვლელად ხუთი წელი დასჭირდება.

„სავარაუდოდ, შეზღუდვების მოხსნის ფონზე სწრაფი უკუქცევა მოხდება, თუმცა მსოფლიო ეკონომიკის სრულ აღდგენას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდება“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა.

კარმენ რაინჰარტმა ასევე აღნიშნა, რომ კრიზისის შემდეგ მსოფლიოში სიღარიბის დონე პირველად 20 წლის განმავლობაში გაიზრდება.

„პანდემიით გამოწვეული კრიზისი გააძლიერებს მსოფლიოში უთანასწორობას“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×