რეზონანსი
18.09.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ახალი მოწმე გაჩნდა. საქმის პროკურორის თქმით, ეს არის ადამიანი, რომელიც არაგვის ხიდზე მაშინ გადაადგილდებოდა, როდესაც "მერსედესის" მარკის ავტომობილი თავდასხმის ადგილზე იყო მისული. 

„დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა ორი მოწმე ლერი მჭედლიძე და კონსტანტინე ღიბრაძე. რაც შეეხება პირველ მოწმეს, ლერი მჭედლიძეს, იგი გადაადგილდებოდა არაგვის ხიდზე მაშინ, როდესაც მერსედესის მარკის ავტომობილი იყო თავდასხმის ადგილზე მისული. მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილ გარემოებებზე, კერძოდ, დაინახა, რომ ხიდზე გარბოდა სამი ადამიანი და დაინახა სამრეცხაოსთან დაყენებული  მერსედესის მარკის ვერცხლისფერი სამი ავტომობილი. მოწმემ განმარტა, რომ "მერსედესთან" გაჩერებული იყო რამდენიმე პიროვნება.

ვინაიდან გადაადგილება სწრაფად ხდებოდა, იმ პიროვნებებიდან, რომლებიც ხიდზე გამორბოდნენ თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით, აღიქვა მხოლოდ თეთრ პერანგიანი პიროვნება. დანარჩენების იდენტიფიცირება ვერ მოახდინა. სავარაუდოდ, ეს პიროვნებები, როგორც საქმის მასალების ერთობლივი შეფასებით დგინდება, იყვნენ დაზარალებულები, რომლებმაც "მერსედესის" მგზავრების მიერ თავდასხმას თავი დააღწიეს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×