რეზონანსი
18.09.2020

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულ ორსულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ სამშობიარო სახლის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ განაცხადა.

მისი თქმით, ​კორონავირუსი დღეს ოთხ ორსულს დაუდასტურდა. პაპავას განცხადებით, პაციენტებში პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„განსაკუთრებული ჩივილები არ აღენიშნებათ. ფაქტობრივად, თითქმის ყველა პაციენტში პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კლინიკაში დღეს უკვე 16 ფეხმძიმე ქალბატონი გვყავს. ისინი ექიმების განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან", - განაცხადა ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორმა ნუგზარ პაპავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×