რეზონანსი
18.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა სატელიტის ფოტოს წყაროს ვიანობა პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა. იგი ტელეფონზე დაუკავშირდა დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ წყარო ნამდვილად ის არის.

დავით ფურცხვანიძესთან სატელეფონო კომუნიკაციის დროს გაირკვა, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მედიასთან. ამასთან, მზადაა ისაუბროს სატელიტის ფოტოების ავთენტურობასთან დაკავშირებითაც.

"ეს მე იმიტომ გავაკეთე, რომ დამედასტურებინა - ეს გოგონა არის მოკლული", - ისმის სატელეფონო საუბრისას დავით ფურცხვანიძის პასუხი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ამირან გიუაშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტების ფოტოები დამკონტაჟებული და ყალბია.

წყარო: report.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×