რეზონანსი
18.09.2020

პოლიციამ სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნი, ხოლო მას­ზე ძა­ლა­დო­ბის და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი, 1989 წელს და­ბა­დე­ბულ ბ.ქ. და­ა­კა­ვეს.

შსს-ის ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ბრალ­დე­ბულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა სამი არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნა, რის შემ­დე­გაც მას ძა­ლა­დო­ბის­თვის ბრალ­დე­ბულ­მა პირ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის შემ­დეგ ყუ­რის არე­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

"ეს ბიჭი თურ­მე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წე­ლია, რაც 9 წლის ბიჭ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და და ბავ­შვს აში­ნებ­და თურ­მე, - ვინ­მეს თუ ეტყვი, მოგ­კლა­ვო. ამ პა­ტა­რა ბი­ჭის მე­გობ­რებს, 8-9 წლის ძმებს და­უ­ნა­ხავთ, რო­გორ უპი­რებ­და მო­რიგ ძა­ლა­დო­ბას მო­ზარდს და მიხ­მა­რე­ბი­ან, მისი ცემა და­უ­წყი­ათ. ის უფ­რო­სი იყო და რა თქმა უნდა, მო­ე­რია მათ. ამ ცემა-ტყე­პის მერე ეს ბავ­შვე­ბი, ძმე­ბი გაქ­ცე­უ­ლან და მა­მის­თვის მო­უ­ყო­ლი­ათ, ასე­თი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, უფ­როსკლა­სე­ლი ჩვენს მე­გო­ბარ­ზე ძა­ლა­დობს, და­ვეხ­მა­რეთ და ჩვენც გვცე­მაო.

ბავ­შვე­ბის მამა მი­სუ­ლა სკო­ლა­ში, გა­მო­უყ­ვა­ნია ეს 14 წლის ბიჭი, უცე­მია და ყური გა­უჭ­რია, ეტყო­ბა შე­ა­ში­ნა. როცა მო­ძა­ლა­დე ბიჭი სახ­ლში მი­სუ­ლა და მა­მას ჭრი­ლო­ბა უნა­ხავს, პირ­და­პირ გა­ვარ­დნი­ლა პო­ლი­ცი­ა­ში და უჩივ­ლია - ჩემი შვი­ლი სცე­მეს და ყურს აჭ­რიდ­ნე­ნო. მა­მამ არ იცო­და, რას სჩა­დი­ო­და მისი შვი­ლი, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა არც წა­სუ­ლი­ყო პო­ლი­ცი­ა­ში. პო­ლი­ცი­ამ ორი­ვე და­ა­კა­ვა, მო­ძა­ლა­დეც და ბავ­შვე­ბის მა­მაც, რო­მე­ლიც მას გა­უს­წორ­და. ისე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­ნა, სხვა გზა არ ჰქონ­და და ბიჭ­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი", - განაცხადა დაზარალებული ბავშვის მეზობელმა.

სრულად იხილეთ: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
Jema   (18.09.2020)
Yuri kiara mag sajandabe unda mochra mag avadmyops.gaushvit mama tqve bozeboo.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×