რეზონანსი
18.09.2020

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 187 ადამიანის ტესტირების შედეგად, 43 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 73 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან რვის მდგომარეობა მძიმეა, 14-ის კი, საშუალო სიმძიმის. ამბულატორიაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9-ით გაიზარდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 825 ადამიანს აღწევს, რომელთაგანაც 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 ადამიანი კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×