რეზონანსი
18.09.2020

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ინფორმაციას ამის შესახებ კლინიკა "ბომონდის" მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე ადასტურებს.

ლორთქიფანიძის ცნობით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი.

"დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა საკეისრო კვეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახალშობილს და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი,"- განაცხადა თეონა ლორთქიფანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×