რეზონანსი
18.09.2020

კახეთში ერთი წლის განმავლობაში 14 წლის მოზარდი 9 წლის ბავშვზე სექსუალურ ურთიერთობას სისტემატიურად ამყარებდა.

რამდენადაც ცნობილია, ნათესაურ კავშირში მყოფი ბიჭი მსხვერპლს დანით არაერთხელ, ემუქრებოდა. ცნობილია, რომ ბრალდებულს ბავშვები სოფლის მიტოვებულ შენობაში მოტყუებით, შეჰყავდა და მათთანაც სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.

დაზარალებულის ოჯახის წევრი აცხადებს, რომ 14 წლის მმოზარდი 9 წლის ბავშვთან სექსუალური კავშირის დამყარებას სხვდასხვა ადგილებში ცდილობდა.

„სკოლაში ეუბნებოდა, წამოდი, არ გინდა სექსიო? მოჰყავდა და ხან ქვემოთ კლუბში შეჰყავდა, ხან ტუალეტში. ვითომ ნათესაური კავშირით შემოდიოდა. მაგას ნათესავი ჰქვია? ბავშვი არაფერს ამბობდა. ყელზე დანას ადებდა, რომ არაფერი ეთქვა. ეს ყველაფერი თურმე ერთი წელი გრძელდებოდა. ბავშვი დაშინებული ჰყავს,“- აცხადებს 9 წლის ბავშვის ოჯახის წევრი.

ცნობისთვის, 14 წლის მოზარდის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახის წევრების საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რის შემდეგაც მოძალადე პოლიციამ საკუთარ სახლში დააკავა.

 

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×