რეზონანსი
18.09.2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ მაღაზიაში მკვლელობა მოხდა. მოკლული ამავე კომპანიის ყოფილი თანამშრომელია.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, კაცი შენობაში შეიარაღებული შევიდა, რასაც მენეჯერის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა. უცნობია, რამდენჯერ მოხდა გასროლა. შემთხვევისას კომპანიის ყოფილი თანამშრომელი დაიჭრა და, არსებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×