რეზონანსი
19.09.2020

ჯაბა ბოჯგუას დედამ მანანა გვასალიამ გარდაცვლილი შვილის ბოლო საათები გაიხსენა:

„გამიცივდა ჯაბა ერთი კვირის წინ, სიცხეები ჰქონდა. რაც საჭირო იყო ყველაფერს ვუკეთებდი, მაგრამ ვერ ვშველოდი. ჯაბა ყველაფერს გრძნობდა. დილის 6 საათამდე ლოგინთან ვიდექი, ხელში მეჭირა აპარატი და ვცდილობდი დავხმარებოდი. მე ძალიან ცუდად ვარ, სადღაც 6 საათზე ფეხები დამისივდა და იქვე ჩამოვჯექი.

ეტყობა ჩამეძინა, დაახლოებით 20 წუთში გამეღვიძა და აღარ იყო. არასდროს დამძინებია 12 წელი, როცა ჯაბა ცუდად ხდებოდა და მაინცდამაინც იმ დილით ჩამეძინა.

როცა გამეღვიძა, წამოვდექი და ჯაბას ამაზე რეაგირება არ ჰქონდა, შევშინდი, მივედი ლოგინთან, ახლოს მივუტანე ცხვირი სახესთან, მაგრამ ის აღარ სუნთქვადა. ასე დამტოვა სრულიად მარტო ამ ქვეყანაზე. ერთი წლის თავზე გაჰყვა თავის ბებიას, დედაჩემმა წაიყვანა იქეთ".

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გულნარა   (20.09.2020)
როგორ იბრძოდით მისი სიცოცხლისათვის ამდენი ხანი,გმირი დედა ხართ.სამწუხაროა,რომ ასე დამთავრდა და შეწყდა მისი სიცოცხლე.😢😢😢😢😢 უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი იქ სადაც მართალნი განისვენებენ 😢😢😢


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×