რეზონანსი
19.09.2020

ჟურნალისტი ვიკა ბუკია მორიგ მიმართვას აქვეყნებს და სიმპტომების შესახებ უყვება საზოგადოებას.

„წუხელ სიცხე არ მქონია. დილით ისევ დამაგდო. მაგრამ უსიცხო ღამე (37-ს არ ვთვლი) უკვე დიდი მიღწევაა. ახლა დავლიე დამწევი და ველოდები დაწევას. ხველა ისევ ისეთია. იქნებ ხვალ ვიგრძნო შვება. თავის ჯოჯოხეთური ტკივილები მაქვს. მარჯვენა მხარეს, თვალთან. და მაჩვენება თითქოს კარგად ვერ ვხედავ ხოლმე. რატომღაც მგონია, რომ ესეც საერთო სისუსტის ბრალია. ფეხები მტკივა. მოძებნა კორონამ ჩემი სუსტი წერტილი – ჩემი ვენები.

მშია ხოლმე, არ ვიცი ასეთ მდგომარეობაში ამას როგორ ვახერხებ. ფეხზე ძლივს ვდგები და მაცივარში ვეძებ საჭმელს. ბოლოს შევეწირები ამ ჭამას – თავბრუ ისე დამეხვა მაცივარში ქექვისას, დავბარბაცდი.

სულ წოლა მინდა. სხვა არაფერი. ნეტა იცოდეთ რა ძნელია ხოლმე წერის დაწყება. ყოველ დილით ვამბობ: აღარ შემიძლია, ვერ დავწერ. ზოგს ვიცი არ აინტერესებს გრძელი და სევდიანი სტატუსები. Hejama tvini! ალბათ ისევ წერენ სადღაც, სადაც უკვე აღარც ვიხედები და არასდროს შევიხედები. მაგრამ მერე იცით რა ხდება? ჩემს მშობლებს რომ მაგონებს ისეთი ქალები და კაცები მწერენ: “ვიკა, შვილო, ბოდიში რომ გაწუხებთ, თქვენი პოსტი ვერ ვნახეთ დღეს. ცოტა ავღელდით. როგორ ხართ დღეს?”ხანდახან ძალიან გულისამაჩუყებელია ეს ცხოველი ცნობისმოყვარეობა და ზრდილობა ერთბაშად რომ გაჩნდება ადამიანში, არა? მეღიმება. 

ლევანი უკეთესადაა. როგორც ამიხსნეს ჩემი ანთება საშუალო სიმძიმისაა; ცოტა უფრო მარტივია – ლევანის. ჩემი სიცხე მალე იწევს დაბლა და ემორჩილება დამწევს. აი, გუშინ მართლა შემეშინდა. როცა 39 მქონდა და არაფერი არ მოქმედებდა.

მე მგონი, გამოვძვრებით აქედან მალე,“ - წერს სოციალურ ქსელში ბუკია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×