რეზონანსი
19.09.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში ინფიცირებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ახალი შემთხვევების მატებასთან ერთად, მძიმე, კრიტიკული, მსუბუქი და საშუალო პაციენტების ხვედრითი წილი იზრდება.

„თუ დინამიკაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას გავყვებით, მსუბუქი, საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტები მიჰყვება. რა თქმა უნდა, რაც მეტი იქნება დაინფიცირებული, ხვედრითი წილი იზრდება სიმძიმეების. ჩვენ არ გვყავდა ამდენი კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტი, მაგრამ ასეთ მზარდ დადასტურებულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ხვედრითი წილი მძიმე, კრიტიკული, მსუბუქი და საშუალო პაციენტების იზრდება.

თანაფარდობა ლაპარაკობს რომ სიტუაცია მართვადია. მსოფლიო მონაცემები როგორც არის კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების პროცენტული რაოდენობაზე, იმაზე ბევრად დაბალია ჩვენთან ", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში განმეორებით დაინფიცირების შემთხვევა, ეზუგბაია აცხადებს „ განმეორებით დაინფიცრებაზე მონაცემები ჯერ არ აქვთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×