რეზონანსი
19.09.2020

ლაგოდეხში ორ მცირეწლოვან ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ორივე „ლაგოდეხის კლასტერს" უკავშირდება. მათი პირველადი წყარო სასაზღვო პოლიციის თანამშრომელია და მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. დაინფიცირებული მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. პრევენციის მიზნით, მატანის შემდეგ მოსახლეობას ახლა უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში უტარებენ თერმოსკრინინგს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×