რეზონანსი
19.09.2020

პანკისში დაპირისპირებისას მოკლული ვისურ მუთოშვილის ძმა, შმაგი მუთოშვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მას 29 ივნისს, სოფელ დუისში მცხოვრები ქავთარაშვილების სახლის მისამართით სროლასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებას ედავებიან. შმაგი მუთოშვილი სამართალდამცავებმა ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით სოფელ ჯოყოლოში გუშინ დაკავეს.

დაკავებულის ოჯახის წევრებისა და ახლობლების განმარტებით, შმაგი მუთოშვილი უდანაშაულოა და ოჯახის მისამართით გამიზნულ პროვოკაციას აქვს ადგილი, ვინაიდან ისინი ხეობაში ჰესების აშენებას ეწინააღმდეგებიან.

მუთოშვილის ახლობლების განცხადებით, ამ მეთოდით ხელისუფლება მათ დაშინებას ცდილობს, რის გამოც, ისინი უახლოეს პერიოდში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ცნობისთვის, 2019 წლის 27 ნოემბერს, პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ახალგაზრდებს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისურ მუთოშვილი მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის - მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგძელელება იყო. მეორე ვერსიით კი, მომხდარი ხეობაში ჰესების აშენების საკითხის უკავშირდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×