რეზონანსი
19.09.2020

კაცი, რომელიც წუხელ ხაშურში ურთიერთშელაპარაკებისას მოკლეს, 39 წლის ბუხუტი წოწოლაშვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის კომპანია "ელიზში" რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ანაზღაურება არ აუღია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წუხელ ის კომპანიის მენეჯერთან დანით შეიარაღებული მივიდა და ემუქრებოდა, რა დროსაც მენეჯერისგან საპასუხოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა.

ექიმებმა დაშავებულის სიცოცხლე ვერ გადაარჩინეს. ის ფეხში იყო დაჭრილი, სადაც ტყვია არტერიას მოჰყვა. წოწოლაშვილი სისხლდენისგან გარდაიცვალა.

წყარო: report.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×