რეზონანსი
19.09.2020

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში ნარკორეალიზატორი დააკავა. დაკავებული 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირია.

მას ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული, „ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×