რეზონანსი
19.09.2020

თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში მო­ი­პო­ვე­ბა აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­დაც ის ტყე­ში თვით­მკვლე­ლო­ბით სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

სწო­რედ ეს ვი­დე­ო­ე­ბი აჩ­ვე­ნეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბრი­ფინ­გის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

და­ხუ­რულ ჩვე­ნე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ჟურ­ნა­ლის­ტი ნინი თვა­რა­ძეც ეს­წრე­ბო­და, რო­მელ­მაც დე­ტა­ლებ­ზე გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" ისა­უბ­რა.

რო­გორც ის ჰყვე­ბა, ერთ-ერთი ემო­ცი­უ­რი იყო ვი­დეო, სა­დაც 23 წლის პროგ­რა­მის­ტი სა­კუ­თა­რი უფ­რო­სის მი­მართ გრძნო­ბებ­ზე სა­უბ­რობ­და.

"ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში თა­მა­რი 2012 წელს და­გეგ­მილ თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს... ის ამ­ბობს, რომ ამ წელს თა­ვის მოკ­ვლა გა­ნიზ­რა­ხა, თუმ­ცა გეგ­მა ვერ შე­ას­რუ­ლა და ამის გა­მოც საყ­ვე­დუ­რობს თა­ვის თავს. ეუბ­ნე­ბა, რომ "შენ ხარ, თა­მარ, ლა­ჩა­რი!"

ამის შემ­დეგ მო­დის ვი­დეო, სა­დაც თა­მა­რი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია. ის ზის მან­ქა­ნა­ში და ვი­დე­ოს იღებს სელფ-კა­მე­რით. იხ­სე­ნებს წვე­უ­ლე­ბას, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბო­და მის უფ­როს­თან, ნიკა გე­ჯა­ძეს­თან ერ­თად, ხოლო ნიკა მის შეყ­ვა­რე­ბულ ნი­ნის­თან ერ­თად. ამ­ბობს, რომ ისი­ნი არ უფრთხილ­დე­ბოდ­ნენ მის გრძნო­ბებს და საყ­ვე­დუ­რობს მათ. ემო­ცი­უ­რად მი­მარ­თავს ნი­კას და ნი­ნის. ყვე­ლა სი­ტყვის ცი­ტი­რე­ბას ახლა ვერ მო­ვახ­დენ, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი მო­სას­მე­ნია. ის ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო მის უფ­როს­ზე ნიკა გე­ჯა­ძე­ზე. ამ­ბობს, რომ სიკ­ვდი­ლი უნდა ყვე­ლა­ზე მე­ტად. ერ­თა­დერ­თი მშობ­ლე­ბი და მის ძმა­ზე დარ­დობს, რომ­ლებ­საც არ იცის რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბათ" - ჰყვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი.

სრულად იხილეთ: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×