რეზონანსი
19.09.2020

დიდი პატივია, აქ, ანტიკურ ნაქალაქარში თქვენთან ერთად საუბარი მომავალზე, თან მე-20 საუკუნის გენიოსი ქართველის, გალაკტიონის სახლ-მუზეუმში. ეს ისეთი სინერგიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ემოციებს იწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის და ხონის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენისას, ვანში განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ძირითადი მიზანი იქნება, თანაბარი პირობები შექმნას ყველასთვის და არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ვანში ცხოვრობს, თბილისში, ბათუმში, სამტრედიაში თუ ქუთაისში.

„შეუძლებელია, ისეთი სისტემური პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიცაა მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, იყვნენ სახელმწიფოს ყურადღების გარეშე. ეს ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს სახელით ემსახურება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ უდიდესი ყურადღება გვექნება და მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა თქვან და ვისაც რა არ უნდა მოსწონდეს, ჩვენ ამ ხალხის მიმართულებით ყურადღებას გავაგრძელებთ. ძირითადი მიზანი იქნება, თანაბარი პირობები შევქმნათ ყველასთვის, არ ჰქონდეს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ვანში ცხოვრობს, თბილისში, ბათუმში, სამტრედიაში თუ ქუთაისში. ყველას უნდა შეეძლოს, მიიღოს ერთნაირი განათლება, ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობები, ერთნაირი სამედიცინო და სოციალური დახმარება. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის განსახორციელებლად ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. რაც მთავარია, ეს გამარჯვება იქნება სამართლიან ბრძოლაში და ეს არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება. გამარჯვებას გისურვებთ, ვანელებო",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×