რეზონანსი
19.09.2020

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი Instagram-ზე მოწამვლის შემდეგ საავადმყოფოში გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„მოდით, მოგიყვებით, როგორ მიმდინარეობს ჩემი გამოჯანმრთელება. ეს უკვე ნათელი გზაა, თუმცა - არც ისე მოკლე. ყველა ამჟამინდელი პრობლემა ისაა, რომ ჩემს ხელში ტელეფონი უსარგებლო ქვად იქცა და ცოტაოდენი წლის დალევაც მთელი ატრაქციონია - ეს ნამდვილი უაზრობაა.

აგიხსნით. ცოტა ხნის წინ, მე ვერ ვცნობდი ხალხს და არ მესმოდა, როგორ უნდა მელაპარაკა. ყოველ დილას ექიმი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა: ალექსეი, დაფა მოვიტანე, მოდი, მოვიფიქროთ, რა სიტყვა დავწეროთ მასზე. ამან სასოწარკვეთისკენ მიბიძგა, რადგან მართალია, უკვე მესმოდა, რა უნდოდა ექიმს, მაგრამ არ მესმოდა, სად მეპოვა სიტყვები. თავის რა ნაწილში ჩნდებიან ისინი? სად უნდა მომეძებნა სიტყვა და როგორ უნდა გამეკეთებინა ისე, რომ მას რაღაც მნიშვნელობა ჰქონოდა? ეს ყველაფერი გაუგებარი იყო, თუმცა, ასევე არ ვიცოდი, როგორ გამომეხატა სასოწარკვეთა და ამიტომ, უბრალოდ ჩუმად ვიყავი. ასევე, აღვწერ შემდგომ ეტაპს, რაც მახსოვს.

ახლა მე ვარ ბიჭი, რომლესაც ფეხები უკანკალებს, როდესაც კიბეზე მიდის, თუმცა ფიქრობს: „ოჰ, ეს კიბეა! მასზე ადიან. ალბათ, ლიფტი უნდა მოვძებნო". იქამდე კი, უბრალოდ ვიდექი იქ უაზროდ და ვუყურებდი.

მოკლედ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა ბერლინის კლინიკის, Charite-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საოცარმა ექიმებმა მთავარი პრობლემა გადაჭრეს. მათ „ტექნიკურად ცოცხალი ადამიანიდან" გადამაქციეს ისეთად, რომელსაც ყველა შანსი აქვს კვლავ გახდეს თანამედროვე საზოგადოებაში ყოფნის უმაღლესი ფორმა - ადამიანი, რომელსაც შეუძლია Instagram-ის სწრაფად დათვალიერება და უყოყმანოდ ესმის, თუ როგორ დატოვოს „მოწონებები" - წერს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (20.09.2020)
წადი შენი დედსაც შევეცი, გაგიწყვეტიათ ერთმანეთი ბოლომდე. არაფრით ხარ პუტინზე უკეთესი. შევეცი თქვენ ცოლშვილს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×