რეზონანსი
19.09.2020

„ჩვენ მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, იმერეთის რეგიონს, სამტრედიელებს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, იმერეთის რეგიონში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც 24 -საათიანი შრომა სჭირდება.

„დღეს ჩემთვის აქ დგომა განსაკუთრებით ამაღელვებელია. სწორედ ამ ქალაქში გავატარე ყველაზე ტკბილი ბავშვობის წლები. სამტრედიაში გატარებული ბავშვობა ყველაზე მხიარულ და საყვარელ მოგონებად იქცა და უკვე ათწლეულებია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულია თვენთან შეხვედრა. აქ არიან ადამიანები, ვისთან ერთადაც მთელი ამ წლების განმავლობაში ბევრი სირთულე გამოვიარეთ. მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და რთული იყო, თუ როგორ გამოვიარეთ, ეს ყველამ ვიცით. საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. ეს ჩვენ საკუთარ თავზე, მეგობრებზე და ახლობლებზე გამოვცადეთ, მაგრამ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვდობიანად, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×