რეზონანსი
19.09.2020

სამარცხვინოა, როდესაც შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრი უკანონო ბორდერიზაციას საერთოდ არ ახსენებს, ვითომ ეს ტერიტორია არ იყოს ჩვენი ნაწილი, - ამის შესეხებ „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც ნიქოზში რუსი ოკუპანტების მხრიდან განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციაზე ისაუბრა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, უკანონო ბორდერიზაციაზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება მინიმუმი იყო, როდესაც ითქვა, რომ ამ საკითხთან მიმართებით ამოქმედდა ცხელი ხზაზი, ინფორმირებულია ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკვშირის სადამკვირვებლო მისია.

„ჩვენ გვავიწყდება, რომ ინვესტიცია, ეკონომიკის განითარება და ზოგადად ქვეყანაში, მშვიდობა და უსაფრთხოებაც სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რომ კონფლიქტების ზონაში მინიმუმ არ იყოს ახალი გართულებები. შემდგომი ეტაპია ის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ მე და ჩემი თანაგუნდელები ვართ ის ძალა, რომლებიც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვაყენებთ სწორედ უკანონო ბორდერიზაციის შეჩერებას, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას და პარალელურ რეჟიმში ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვას.

მხოლოდ მე შემიძლია, რომ ეს პრობლემა შევაჩერო, მხოლოდ მე მაქვს ძალა და გამოცდილება მესმოდეს, რომ ეს არ არის მეორეხარისხოვანი პრობლემა. ასევე შემიძლია გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები, პირველ ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაცია შეჩერდეს და შემდგომ ეტაპებზე ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მავთულხლართები ქვეყნის ტერირტორიიდან აღებული იყოს. მე, ვპირდები საქართველოს მოსახლეობას, როგორც ყოველთვის იყო ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი არამარტო ეკონომიკური განვითარება, არამედ დიახ, ტერიტორიული პრობლემების მოგვარება. ყოველთვის იქნება ჩემი მთავარი პირორიტეტი აღნიშნული საკითხები. არასდროს შემოვიფარგლები იმით, რომ გავაგებინო საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პრობლემა თურმე არსებობს, რომ ბორდერიზაცია გააქტიურდა", - განაცხადა ბუჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (19.09.2020)
Ар гамовал цензуридан. Акамде сад егде ше гатахсиребуло дедакацо? Ту хвдеби маинц раебс бодав, раебс миедмоедеби, рас гваткуеб. Ег ковелтвис егре ико, дегенератс квела дегенерати гониа, маграм шенистана сакартвелоши джер ар гаченила. Расац шен пирдеби халхс барем исиц даумате ром окупациис агмофврис шемдег титоеул софелс 5 милионс дауригеб, 100 карханас аашенеб, огонд ар дагавицкдес тква ту ра продукциас шекмниан ис шени сацармоеби да сад апиреб продукциис реализациас да а.ш. Асети адамианеби(?) мхолод сакартвелоши шеидзлеба агмоценднен. Арц шегагинеб да арц дагцкевли. Ес уканаскнели гмертма дамифарос.

კოტე   (19.09.2020)
და მერე რას ელოდები თუ შეგიძლია? აუცილებლად მთავრობაში უნდა იყო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×