რეზონანსი
20.09.2020

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოკითხული დავით ფურცხვანიძის განცხადებით, პროგრამისტის გარდაცვალება, შესაძლოა, ყარაბაღის კონფლიქტსა და იარაღით ვაჭრობას უკავშირდება. ინფორმაციას კი ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს თვითონ ვერ მიაწვდიდა, რადგან არ იცნობდა.

„ერთხელ არის ნახსენები, როცა დიდი ფულის გათეთრებაზე წავიდა საუბარი, მე ჩემს სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა და გადაბეჭდა ექვსმა დასავლურმა საინფორმაციო სააგენტომ, მათ შორის ამერიკულმა, არის მითითება ასეთი – იქ, სადაც არის დიდი შავი ფულის ბრუნვა, როგორც წესი, ეს ფული ამის შემდეგ საქონელდება უკანონო ბიზნესში, მათ შორის, იარაღით ვაჭრობაში. ამაზე მიება ის თემა, რომ თუ სადმე რეალიზდება უკანონო იარაღი, ეს არის სამხრეთ კავკასიაში, ყარაბაღის კონფლიქტი“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

მისივე განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ბევრი გარემოება და გარკვეული ჩვენებები ეჭვს ბადებს. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება „უნიჭოდ დადგმული ინსცენირებაა“.

„ერთ რამეს გეტყვით ბაჩალიაშვილის გარდაცვალებაზე, მკვლელობაზე. ის თავისი ქმედებებით, თუნდაც, აფთიაქში წამლების ყიდვა იყოს, არის მოდელირებული და სერიოზულად დადგმული ინსცენირებაა, მაგრამ უნიჭოდ. ამიტომ ჩნდება ნაწილ-ნაწილ, თავს იჩენს ის შეუსაბამობები, რაც ამ ინსცენირებაში იყო ცუდად დალაგებული“, - განაცხადა ფურცხვანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×