რეზონანსი
20.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 80 პაციენტის კი მძიმე.

მარინა ეზუგბაიას თქმით, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

„გამოჯანმრთელებულების ციფრი გაიზარდა მხოლოდ 13-ით და შეადგენს 1494-ს.

ამ მონაცემებით, გამოჯამრთელებულების რაოდენობა არის 43 პროცენტი. კოვიდ ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში მკურნალობენ და მეთვალყურეობენ 1981 პაციენტს, აქედან 836 არის კოვიდ ცენტრებში მოთავსებული და მკურნალობას გადის, მათ შორის 14 კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი და 80-მდე მძიმე პაციენტია, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“ , - განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×