რეზონანსი
20.09.2020

სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოკვლეული ბიოლოგიური ნიმუშებიდან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 8 პირს დაუდასტურდა.

მათგან ორი ე.წ. საბერიოს კლასტერის წევრია, ერთი კი მცირეწლოვანი, რომელიც დედასთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი და რუხის კლინიკაშია მოთავსებილი.

ინფექცია დაუდგინდა სენაკში უკვე დადასტურებული შემთხვევის ორ კონტაქტს, ასევე, ფოთში სამ ადამიანს, ორივე შემთხვევის წყარო ბათუმია.

გარდა ამისა, კორონავირუსი ბათუმში დაუდასტურდა ორ აბაშელ ქალს, რომლებიც ბათუმში მუშაობდნენ. აბაშაში მათი 8 კონტაქტია მოძიებული, ეპიდკვლევა გრძელდება.

რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, 59 ინფიცირებულიდან 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×