რეზონანსი
20.09.2020

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ეკლესია საარჩევნო პროცესში ჩართული არ არის და სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა პორფესიის ადამიანები, მათ პარტიულ შეხვედრებს ესწრებიან როგორც საზოგადოების თავისუფალი წევრები.

“სიმართლე არის ის, რომ სასულიერო პირები, ისევე როგორც სხვა ადამიანები — პედაგოგები, ექიმები ჩვენს შეხვედრებს ესწრებიან, არიან ჩვენი საზოგადოების თავისუფალი წევრები. და როცა ვიწვევთ საზოგადოებას, სადაც ჩავდივართ, რასაკვირველია, ეს მოწვევა აქვთ საულიერო პირებსაც”, — განაცხადა თალაკვაძემ.

წყალტუბოში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას სასულიერო პირებიც დაესწრნენ. მეუფე იოანეს თქმით, სასულიერო პირები ყოველთვის პატივს მიაგებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორიც არ უნდა ყოფილიყვნე ისინი, თუნდაც წარმართები. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×