რეზონანსი
20.09.2020

პანკისის ხეობაში, 27 ივლისს, ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვაში ბრალდებულ შმაგი მუთოშვილს, თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  

დაცვის მხარე დაკავებულის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მოწმეებზე ზემოქმედების და დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხის გამო, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შმაგი მუთოშვილი პატიმრობაში დატოვა.  

გამოძიება მუთოშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლის მესამე ბ-ა ქვე პუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობის მცდელობას, ასევე 216-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.

შმაგი მუთოშვილს 2020 წლის 27 ივლისს, ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვას ედავებიან. 

პანკისის ხეობაში, ორ გვარს შორის, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დაპირისპირება 2019 წლის ნოემბერში მოხდა. მაშინ ერთმანეთს ვისო მუთოშვილი და მურად ქავთარაშვილი დაუპირისპირდნენ, ორმხრივი სროლის დროს ვისო მუთოშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მურად ქავთარაშვილი დაიჭრა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×