რეზონანსი
20.09.2020

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის არჩილ გაგნიძის ადვოკატებმა, მცხეთის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს. ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას ეხება.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ხვალ ჩაინიშნა, სადაც ბრალდებულები გადაწყვეტილებას გააჟღერებენ, სურთ თუ არა საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

"სასამართლომ ფაქტობრივად დაცვის მხარის უმრავლესი მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, ჩვენ კანონშესაბამისად გავასაჩივრეთ ეს 5 დღის ვადაში. 

სასამართლომ უნდა გადადოს აღნიშნული საქმის განხილვა, ვინაიდან მას არ ექნება საქმის მასალები იმისათვის, რომ განიხილოს კონკრეტული საქმე, მათ შორის განუმარტოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უფლების თაობაზე, ვინაიდან მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წესს, თუ როგორ ხდება საჩივრის წარდგენის შემდეგ აპელაციაში საჩივრის გადაგზავნა," - აღნიშნა არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×