რეზონანსი
21.09.2020

მომღერალი ნინი ბადურაშვილი, რომელიც დღეს სკანდალში გაეხვა და  გოგოს რომლის მისამართითაც მან კომენტარი დაწერა ბოდიშს უხდის:

„რა თქმა უნდა ჩემი კომენტარი იყო უხეში, გადამეტებული და არასწორი. მე მიჩვეული ვარ საზოგადოებისგან კრიტიკას, მაგრამ ამ გოგოსთვის ეს დიდი სტრესი აღმოჩნდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას მივმართო დაინდონ კომენტარის ავტორი, რადგან ის გოგო არის სტრესში“- თქვა ბადურაშვილმა.

მომღერალი საზოგადოებას ურჩევს მსგავსი ტიპის აგრესიისგან თავი შეიკავონ და კომენატრის ავტორს ბოდიშს უხდის.

„მე ბოდიშს ვუხდი იმ გოგოს, ვეღარ ვაწვდენ ხმას აღარ არსებობს ფეისბუქზე და ყველას ვთხოვ, რომ თავი შეიკავონ ზოგადად, მე ვიქნები თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი ტიპის აგრესიისგან რადგან ეს აარფერს მოიტანს, ჩემზე ცუდი რაღაცების წერას მე უკვე მიჩვეულიც ვარ“ - განუცხადა "დაიჯესტს" ნინი ბადურაშვილმა.

ნინბადურაშვილი „კაცების შოუს“ სტუმარი იყო. "ფეისბუქზე" ვიდეოს კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: „ერთადერთი გადაცემაა, რასაც ვუყურებ, რა ბადურაშვილი”; ნინიმ კი გოგონას საკუთარი სურათი დაუდო და გარეგნობაზე მიუთითა: „ამ ვიდით რამდენს ბედავ!”, ნინის ამ კომენატარს კი უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

წყარო: დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×