რეზონანსი
21.09.2020

კორონავირუსით ინფიცირებული ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე პირდაპირ ეთერში ჩაერთო და საკუთარ ჯანმრთელობაზე ისაუბრა. როგორც გაირკვა ის ჯერ კიდევ კრიტიკულ ფაზაში იმყოფება.

"გუშინ არ მახველებდა და დღეს მახველებს. ამ კუთხით უფრო გართულდა ვითარება. ვერ ვიტყვი, რომ სუნთქვა მიჭირს, მაგრამ მონოტონურად უნდა ვისუნთქო. თუკი ღრმად ჩავისუნთქავ, მუდმივად ხველება მეწყება. 

სიმპტომები ხშირად მეცვლება. თავიდან სიცხე არ მქონდა, დღეს მაქვს. საერთოდაც პირველი სამი დღე თითქმის არაფერი მაწუხებდა და მერე დაიწყო და დაიწყო. გუშინ ღამე ისე ცუდად ვიყავი, არ ვიცოდი რა მექნა. საშინელი ტკივილი მაქვს კიდურების და ზურგის. ესაა დამხასიათებელი, რადგან სხვა დროს მსგავსი არაფერი არ მქონია, არც გაციების და არც გრიპის ვირუსის დროს. ვერაფერს ვერ ვგრძნობ საერთოდ. ჯერ დავვკარგე გემო და დღეს დავკარგე უკვე ყნოსვა" - განაცხადა გადაცემაში "თქვენი კლინიკა" თეონა ცხომელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×